ძვირფასო პედაგოგებო!

განაცხადის ფორმა #1 ჩამოტვირთვა
განაცხადის ფორმ
#2 ჩამოტვირთვა

 

განაცხადის ფორმა #1-ის საფუძველზე ყველა პედაგოგს, რომელიც 2011-2012 სასწავლო წელს ასწავლის სახელმძღვანელოებით: ჩვენი საქართველო მე-5 და მე-6 კლასი გადაეცემა მოსწავლის წიგნი მინიმალურ ფასად – 2 ლარად, ხოლო მასწავლებლის წიგნი და დამატებითი მასალებიკონტურული რუკები და სავარჯიშოების კრებულიუფასოდ.

 

პედაგოგები, რომელიც 2011-2012 სასწავლო წელს ასწავლიან “ლოგოს პრესის” სახელმძღვანელოებით “ისტორია მე-7 კლასი”, “გეოგრაფია მე-7 კლასი”, “ისტორია მე-8 კლასი”, “გეოგრაფია მე-8 კლასი”, “ისტორია მე-9 კლასი”, “გეოგრაფია მე-9 კლასი”, “სამოქალაქო განათლება მე-9 კლასი”, “ისტორია მე-10 კლასი” – განაცხადის ფორმა #2-ის საფუძველზე გადაეცემათ მოსწავლის წიგნი 25%‑იანი ფასდაკლებით, დამატებითი მასალები ნახევარ ფასად (მასწავლებლის წიგნი 1,00 ლარი, კონტურული რუკები და სავარჯიშოების კრებული – 50 თეთრი თითოეულისთვის).

 

თუ არ დასწრებიხართ “ლოგოს პრესის” მიერ 2011 წლის ივნის-ივლისის თვეში ჩატარებულ პრეზენტაციებს და არ მიგიღიათ განაცხადის ფორმა, ჩამოტვირთეთ იგი, შეავსეთ და წარადგინეთ თბილისში, “ლოგოს პრესის” ოფისში მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზ #15 (ტელ.: +995 32 2915101) (ჩვენი ადგილმდებარეობის დასაზუსტებლად იხილეთ ადგილის გეგმა), ან რეგიონებშილოგოს პრესისწარმომადგენლებთან: გაეცანით რეგიონებში პედაგოგებისთვისლოგოს პრესის სახელმძღვანელოების ჩატანის განრიგს.

 

ინსტრუქცია განაცხადის შევსების წესთან დაკავშირებით:

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ და შეავსოთ განაცხადი, ზუსტად მიუთითოთ სკოლის რეკვიზიტები.

განაცხადის ფორმა #1-თან დაკავშირებით, ვინაიდანლოგოს პრესისორი სახელმძღვანელო – “ჩვენი საქართველომე-5 და მე-6 კლასიუალტერნატივოა, განაცხადის ფორმაში შესაბამისი გრაფები უკვე შევსებული დაგხვდებათ. ხოლო განაცხადის ფორმა #2-ში შესაბამის გრაფაში ხელით ჩაწერეთ სკოლის მიერ არჩეული სახელმძღვანელოს დასახელება.

გრაფაშისაგნის პედაგოგებიჩაწერეთ ყველა იმ პედაგოგის სახელი, გვარი და სხვა მონაცემები, რომელიც მიმდინარე 2011/2012 სასწავლო წელს ოფიციალურად ასწავლის განაცხადში მითითებული სახელმძღვანელოებით. სკოლის ერთიანი განაცხადის საფუძველზე დირექტორის მიერ დამოწმებული ყველა პედაგოგი მიიღებს სასკოლო მასალებს ზემოთ მოცემული პირობებით.

ანალოგიურად შეავსეთ განაცხადის ფორმა #2.

ლოგოს პრესშიწარსადგენი განაცხადი უნდა დაამოწმოს სკოლის დირექტორმა ხელმოწერითა და ბეჭდით, რითაც დადასტურდება, რომ მითითებული პედაგოგები ნამდვილად ასწავლიან V, VI, VII, VIII, IX, X კლასებში მოცემული სახელმძღვანელოებით 2011-2012 სასწავლო წელს.

 

ლოგოს პრესისსასკოლო სახელმძღვანელოების საცალო ფასები 2011-2012 სასწავლო წლისთვის და სავაჭრო პუნქტების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელიალოგოს პრესის სახელმძღვანელოებისა და დამატებითი მასალების შეძენა გამომცემლობის მიერ დადგენილი საცალო ფასებით