|
დედაენის სწავლება ახალი კონცეფციით თბილისის 34-ე საშუალო სკოლა (“ქართული სასწავლებელი”) უკვე ათი წელია ისე ავითარებს სასწავლო პროცესს, რომ ძირითად ყურადღებას უთმობს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს. ადრესატი XXI საუკუნის მოასწავლეა, რომლის შემეცნებითი ინტერესი მნიშვნელოვნად გაზრდილია... მოსწავლემ პირველსავე კლასში უნდა გაიაზროს, რომ იგი სამყაროს ისეთი წევრია, რომელსაც შესწევს უნარი გაიგოს, მიიღოს, გაითავისოს და დაუკავშირდეს სამყაროს მთლიანობასა და კანონზომიერებას, როგორც ერთადერთი – ერთადერთს. სახელმძღვანელოს საფუძვლად სამყაროს მთლიანობის იდეა უდევს და მოიცავს სხვადასხვა სასწავლო დისციპლინების ელემენტებს. ავტორები მიიჩნევენ, რომ ტრადიციული “მზა ცოდნის” მიწოდების მეთოდიკა არ ამართლებს და გთავაზობენ ინტერაქტიულ მიდგომას: ბავშვები თავად უნდა მივიდნენ მათ წინაშე წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტამდე. ამგვარი სწავლების პრინციპი ბავშვს უფრო აქტიურს, შემოქმედებითსა და დამოუკიდებელს ხდის. რას ფიქრობენ ექსპერტები სახელმძღვანელოს შესახებ?
● “წარმოდგენილი სახელმძღვანელო ითვალისწინებს სტანდარტის
მოთხოვნებს და საგაკვეთილე მასალა, ასევე დაგეგმილი აქტივობები, გათვლილია
ეროვნული სასწავლო გეგმის სამივე მიმართულების (ზეპირმეტყველება, კითხვა,
წერა) შედეგების შესასრულებლად. ამასთან, დაცულია ბალანსი სტანდარტის
მიმართულებებს შორის (განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ
სახელმძღვანელოში დიდი ყურადღება ექცევა ბავშვის მეტყველებას, ლოგიკურად და
ენობრივად გამართული წინადადებების გადმოცემის უნარის განვითარებას – რაც
აქამდე, ხშირად იყო უგულებელყოფილი). სახელმძღვანელოს უდავო ღირსებაა ის,
რომ წიგნი მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული, მოსწავლე ცოდნას იღებს
აღმოჩენის გზით და არა მზა სახით”. რა შედეგებს მიაღწევთ, თუ ამ წიგნით ასწავლით?
● სწავლის პროცესი იქნება აქტიური და სახალისო.
სახელმძღვანელო ისეა აგებული, რომ მასწავლებელი მხოლოდ მიმართულებას აძლევს
ბავშვს, ის კი თავად აღმოაჩენს ცოდნას; მრავალფეროვანი და სახალისო
სავარჯიშოები საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ბავშვების ინტერესი და
აქტიური ჩართულობა გაკვეთილის პროცესში. მოსწავლის წიგნში წარმოდგენილი თემების სქემა გსურთ მეტი შეიტყოთ? გსურთ თავად იხილოთ წიგნი და უფრო ახლოს გაეცნოთ მას? ამის შესაძლებლობა გაქვთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ყოფილი რაიონული განათლების განყოფილებების ბაზაზე შექმნილ რესურს-ცენტრებში. მიაკითხეთ ასეთ რესურს-ცენტრს თქვენს რაიონში და იქ დაგხვდებათ “მე და დედაენა” – მოსწავლის წიგნი, “მე და დედაენა” – წერის რვეული და “მე და დედაენა” – მასწავლებლის წიგნი. მათი გაცნობა საფუძვლიან წარმოდგენას შეგიქმნით ავტორთა კონცეფციისა და სწავლების მეთოდის შესახებ. გარდა ამისა, დაურეკეთ გამომცემლობაში ჩვენს კონსულტანტებს ან გამოგვიგზავნეთ იმეილი (იხ. დაგვიკავშირდით) და მათგან მიიღებთ ინფორმაციას 2006 წ. მაის-ივნისში მსურველთათვის უფასო ტრენინგების განრიგის შესახებ 34-ე საჯარო სკოლაში (“ქართული სასწავლებელი”). გარდა ამისა, მსურველებმა ჩააწერინეთ კონსულტანტს თქვენი სახელი, გვარი და სკოლის მისამართი: ჩვენი წარმომადგენელი ეცდება გეწვიოთ თქვენთვის სასურველ ვადაში და სრულიად უსასყიდლოდ გაგიწიოთ სათანადო კონსულტაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. სახელმძღვანელოს კომპლექტი საჩუქრად! იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელთა საბჭო ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს (დამოწმდება დირექტორის ხელმოწერითა და სკოლის ბეჭდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარსადგენად), რომ “მე და დედაენა” 2006 წელს გახდეს თქვენი პირველკლასელების სახელმძღვანელო, გამომცემლობა საჩუქრად გადმოგცემთ სრულ კომპლექტს (სამივე წიგნს) თქვენი სკოლის დაწყებითი კლასების თითოეული მასწავლებლისთვის. კონსულტანტები: ალა ნაჭყებია ტელ: 25-02-58, მობ: 899-25-01-64 დიმიტრი გოგიძე ტელ: 25-02-58, მობ. 877-74-16-54 |